понедельник, 7 сентября 2015 г.

სასკოლო პროექტი




პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: ,,პირამიდები’’
მიზანი: ინფორმაციის მოპოვება ისეთი ნაგებობების შესახებ, რომლებიც პირამიდების სახელწოდებითაა ცნობილი; ამ ნაგებობების განხილვა ორი საგნის მათემატიკისა და ისტორიის ჭრილში.
სასწავლო მიზანი: ინფორმაციის მოპოვების, ცოდნის ტრანსფერის, კრიტიკული უნარების,ისტ-ის გამოყენების, პროდუქტის შექმნის, თანამშრომლობითი კომპეტენციების განვითარება.
საგანთა ჯგუფი: მათემატიკა, ისტორია.
კლასი: X.
მასწავლებლები:

  • მათემატიკის - მარინა გაბისონია;

  • ისტორიის - რაისა გულორდავა.

 დასაწყისი: 12 მაისი, 2014 წელი.
დასასრული: 6 ივნისი, 2014წელი.
ამოცანები:

  •  მოიპოვებენ ინფორმაციას პირამიდების შესახებ;

  •  დაწერენ ისტორიულ  თემას პირამიდების შესახებ;

  • გამოითვლიან  ხეოფსის პირამიდის მოცულობას, ფუძის ფართობს;
  •  შეაფასებენ ჩვენი სკოლის შენობის ზომებს;
  • გამოითვლიან სკოლის მოცულობას, პირველი სართულის ფართობს;
  • შეადარებენ ერთმანეთს ხეოფსის პირამიდასა და სკოლის შენობას;
  •  გააკეთებენ მათემატიკური თვალსაზრისით პირამიდის სახელწოდებით ცნობილი ნაგებობების ანალიზს.
  • წარმოდგენენ  საპრეზენტაციო ტექსტს ,,pover point“-ის პროგრამაში.
  •  პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები:  მათ. X.9. ფლობს და იყენებს გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და დებულებათა ფორმულირების ხერხებს
               მათ. X.10.პ ოულობს ობიექტთა ზომებსა და ობიექტთა შორის             მანძილებს.
                       ისტ.X.8. მოსწავლეს შეუძლია   ისტორიული თემის დაწერა.


             ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია  ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.


ესგ-ს გამჭოლი კომპეტენციები:
წიგნიერება, ციფრული წიგნიერება, რაოდენობრივი წიგნიერება; ცოდნის ტრანსფერი,სემიოტიკური,  სამოქალაქო და სოციალური.

კავშირი სხვა საგნებთან: გეოგრაფია, ინგლისური ენა,რუსული ენა.

რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერი, წიგნი ,,მსოფლიოს საცარი ნაგებობები’’, სკოლის შენობა, პროექტორი.

პროექტის ხელმძღვანელი:  მარინა გაბისონია.